აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენიმიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაში იღებსმონაწილეობას. ვიცე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დამსწრეთ ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პირორიტეტები გააცნო.
ბაიდენმა განაცხადა რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აქცენტს არა სამხედრო ძალის გამოყენებაზე არამედ დიპლომატიაზე, დემოკრატიასა და განვითარებაზე გაამახვილებს. თუმცა მან იქვე დასძინა რომ ვაშინგტონი ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს თუ ეს ძალის გამოყენებასაც მოითხოვს. მან დამსწრეთგანუცხადა რომშეერთებული შტატები განიხილავს თავის საგარეო პოლიტიკის ახალ ასპექტში და სხვა ქვეყნებსაც მსგავსი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა.
კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ირანის პარლამენტის სპიკერი ალი ლარიჯანი. მან ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდა რომ თეირანთან ახალი ურთიერთობის ახალი პერსპექტივები დასახოს.ლარიჯანმაიქვე დასძინა რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას არ აპირებს დადასავლეთსა და მის მოკავშირე ქვეყნებს ურჩიაირანისწინააღმდეგწარმოებულიპოლიტიკურიკურსის შეცვლა.. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ მიუხედავად ვაშინგტონთან არსებული დაძაბული ურთიერთობისა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრობლობა სურს. პრეზიდენტი ობამას ადმისნიტრაცია ასევე მზად არის ირანთან მოლაპარაკების გამართვაზეთუმცა ამას მხოლოდ ირანის მიერ ბირთვული ამბიციების დათმობის შემდეგ განახორციელებს. ირანი აცხადებს რომ ბირთვული პროგრამის განხორციელება მხოლოდ ატომურიენერგიის სამოქალაქომიზნებითგამოყენებას მოემსახურება, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრიობაეჭვსქვეშ აყენებს ირანის ამბიციებს. მიუნხენში ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა დეივიდ მილიბანდმა ესოშიეთიდ პრესას განუცხადა რომ იგი ეჭვობს თეირანმა თავისიპირველიხელოვნურითანამგზავრის გაშვებაკოსმოსშიასევე სამოქალაქო განვითარების პროგრამის ფარგლებში განახორციელა. "მე ვფიქრობ რომ უნდა შევისწავლოთ ყველა დეტალი მართლაც არის თუ არა ორბიტაზე სატელიტის გაშვება სამოქალაქო განვითარების პროგრამის ნაწილი. მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო რომ საეჭვოა რომ ირანის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ობამას მცდელობას თეირანთან თანამშრომლობის განახლებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პოზიტიურად განვითარდეს." კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე სერგეი ივანოვი რომელმაცვაშინგტონს მოუწოდა განაახლოს ბირთვული განიარაღების ხელშეკრულება. ლიდერებმა და ოფიციალურმა პირებმა კონფერენციაზე ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ავღანეთი, და რუსეთ-საქართველოს აგვისტოსომი.