დღეს გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტომ განაცხადა, რომ ჰამასის პოლიციამ რეიდი მოაწყო ღაზაში საწყობზე , საიდანაც 3500-მდე საბანი და 400 ყუთი საკვები პროდუქტი წაიღო.ჰამასის სოციალური დახმარების მინისტრმა აჰმედ კურდმა დაადანაშაულა გაერო დახმარების პოლიტიკური მიდგომით გადანაწილების გამო.ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტის შემდეგ, გაერომ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა 613 მილიონი დოლარი გამოეყოთ ღაზას სექტორში პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე ღაზას სექტორში.