ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა   საკუთარი სატელიტი გაუშვა ორბიტაზე


ირანის მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ირანმა საკუთარი სატელიტი გაუშვა ორბიტაზე .

სატელიტი,რომელსაც ირანელებმა სახელად „იმედი" უწოდეს, ირანულმა კოსმოსურმა რაკეტამ „ამბასადორ 2 „- მა ორბიტაზე ორშაბათს გასტყორცნა.

ოფიციალური განხადებით,ირანის მთავრობამ სატელიტის გაშვება ისლამური რევოლუციის ოცდაათი წლისთავს დაამთხვია.

დიდი ხანია ,რაც ირანი კოსმოსური პროგრამის განვითარებაზე მუშაობს,რითაც მსოფლიო ლიდერებს ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების ირგვლივ მუდმივი სადარდებელი გაუჩინა.დასავლეთი შიშობს,რომ ამ ტექნოლოგიით,შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ბირთვული ქობინების გადატანას შეძლებენ.ირანი ამის საპასუხოდ აცხადებს,რომ სატელიტს მხოლოდ მშვიდობიანი ფუნქია აკისრია და მიზნად კოსმოსიდან გარემოს კვლევას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG