ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი ექიმების განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ერთი პალესტინელი მეომარი დაიღუპა


პალესტინელი ექიმების განცხადებით ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი პალესტინელი მეომარი დაიღუპა და კიდევ სამი დაიჭრა ქალაქ რაფაში ეგვიპტის საზღვრის მახლობლად.

ისარელმა დაბომბა ჰამასის პოზიციები ღაზას სექტორში მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა მკაცრი პასუხი გაეცათ პალესტინელთა მხრიდან წარმოებულ სარაკეტო დარტყმებზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით:“ ღაზაში ბრძოლების დამთავრების შემდეგ ჩვენ გავაფრთხილეთ პალესტინელები რომ მათი მხრიდან სარაკეტო თავდასხმის გამეორებას არაპროპორციული გამანადგურებელი დარტყმა მოჰყვებოდა.“

ჰამასის განცხადების ანახმად ისრაელმა მიტოვებული პოლიციის განყოფილება და ექვსი მიწისქვეშა გვირაბი დაბომბა ღაზაში. თავს მხრივ პალესტინელებმა 7 რაკეტით და ნაღმტყორცნებით დაბომბეს ისრაელი.

ამ თავდასხმაზე ჰამასმა არ იკისრა პასუხისმგებლობა თუმცა არც დაუგმია ისინი. ჰამასის წარმომადგენლის აიმან ტაჰას განცხადებით:“ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტა სურს მაგრამ ამისთვის მას გარკვეული საფასურის გაება მოუწევს. ისრაელმა უნდა გააუქმოს ღაზას ბლოკადა და გახსნას საზღვრები.“ ისრაელის ხელისუფლება აცხადებს რომ ეს არ მოხდება მანამდე ვიდრე ჰამასი ისრაელის ჯარისკაცს არ გაანთავისუფლებს, რომელიც ორი წლის წინათ დაატყვევეს.

XS
SM
MD
LG