ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა პარტიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი მაიკლ სთიილი დაასახელეს


ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერებმა პარტიის თავმჯდომარედ ამერიკის ისტორიაში პირველად შავკანიანი რესპუბლიკელი მაიკლ სთიილი დაასახელეს.

პარასკევს ჩატარებულ კენჭისყრაში სთიილმა ოთხი კანდიდატურა დაამარცხა.მაიკლ სთიილი აცხადებშ,რომ მისი მიზანია რესპუბლიკელთა პარტიას ის იმიჯი დაუბრუნოს,რაც ამ არჩევნებში დაკარგა. 2008წელს რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში ადგილები დაკარგა და გამარჯვებული დემოკრატები თეთრი სახლის ჩათვლით ყველგან უპირატესობას განიცდიან. მაიკლ სთიილი აცხადებს,რომ დროა რესპუბლიკულმა პარტიამ საკუთარი გზა რადიკალურად შეცვალოს და პარტიის კონსერვატორულმა პრინციპებმა ამერიკის სხვადასხვა შტატებში მხარდაჭერა დაიბრუნოს.

XS
SM
MD
LG