ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბარაკ ობამა პალესტინელთათვის  ღაზას სექტორში დახმარების გაზრდას გეგმავს


ამერიკის ოფიციალურ პირთა განცხადებითპრეზიდენტი ბარაკ ობამა პალესტინელთათვის ღაზას სექტორში დახმარების გაზრდას გეგმავს,რაც ქვეყანას ისრაელის მხრიდან განხორციელებული სამხედრო შეტევის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება. დღეს იერუსალიმში, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ელჩმა ჯორჯ მიჩელმა ოფიციალურად განაცხადა,რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 20მილიონიანი დახმარება დაამტკიცა,რომელიც სასწრაფოდ საკვები პროდუქტებისა და სამედიცინო დახმარების სახით გაეგზავნება ღაზას სექტორს. მიჩელის განცხადებით ,ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შემდეგ,არანაკლებ მნიშვნელოვანია ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ზრუნვა.მისი სიტყვებით,ვაშინგტონი აქტიურად და დაჟინებით ეძიებს გზებს,რათა ისრაელსა და არაბ მეზობელს შორის მომავალში მუდმივი მშვიდობიანი თანაცხოვრება დამკვიდრდეს. დღეს ამერიკის ელჩი ისრაელის ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდა,რომელიც თებერვალში ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნულ არჩევნებზე ერთერთ მთავარ კანდიდატურად მოიაზრება.
XS
SM
MD
LG