ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო მოითხოვს გუანტანამოს ყურეში განლაგებული ამერიკის საზღვაო ფლოტის ბაზის  დაბრუნებას


კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო პრეზიდენტი ბარაკ ოაბამასაგან მოითხოვს,რათა მან გუანტანამოს ყურეში განლაგებული ამერიკის საზღვაო ფლოტის ბაზა კუბას დაუბრუნოს. ფიდელ კასტროს ეს განცხადება ხუთშაბათს, კუბის მთავრობის ოფიციალურმა ინტერნეტ გვერდმა გაავრცელა.განცხადებაში ასევე ნათქვამია,რომ კუბელი ხალხის სურვილის წინააღმდეგ არსებული ამერიკული სამხედრო ბაზა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირას გასცა ბრძანება გუანტანამოში ციხის ერთი წლის მანძილზე დახურვის შესახებ.მაგრამ ფიდელ კასტროსა და მის ძმას რაულ კასტროს სურთ,მთლიანად საზღვაო ფლოტის ბაზა დაიხუროს და დაკავებული ტერიტორია კუბას დაუბრუნდეს. ამავე მიმართვაში დასნეულებული 82 წლის კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო ამერიკის ახალ ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებს, რომ ის ისრაელს პალესტინელი ხალხის გენოციდში უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ ამერიკის პრეზიდენტს ღირსეული და კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი უწოდა.
XS
SM
MD
LG