სამხრეთ კორეა მიესალმება ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოხატულ ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების სურვილს. გასული კვირის მიწურულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა ჩინეთის წარმომადგენელს განუცხადა, რომ ფხენიანს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება სწადია და რომ აქედან გამომდინარე ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ეს განცხადება პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს და თავის მხრივ ფხენიანს ნახევარკურნძულზე არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ორ კორეულ სახელმწიფოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული საზღვარი ყოფს.
სამხრეთ კორეა მიესალმება ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოხატულ ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების სურვილს
პოპულარული
1