ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაულ კასტრო მოსკოვში ჩავიდა


კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო ერთ კვირიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი კუბის ლიდერის პირველი ოფიციალური მოგზაურობაა რუსეთში 1986 წლის შემდეგ. მაშინ მოსკოვში ჩავიდა კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო. რაულ კასტროს ვიზიტის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის სავარაუდოდ ხელი მოეწერება თანამშრომლობის რამდენიმე შეთანხმებას.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კუბაში გასულ ნოემბერში ჩავიდა. პრეზიდენტმა მედვედევმა ამჯერად განაცხადა, რომ პრეზიდენტ რაულ კასტროს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსეთთმა ჰავანასთან 20ც მილიარდიან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები უნდა განავითაროს.

XS
SM
MD
LG