ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელს  ერთწლიანი  ზავი   შესთავაზეს



პალესტინის სამხედრომოძრაობა ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ისრაელს ერთწლიანი ზავიდადება შესთავაზეს, რაც ღაზას სექტორში საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნას განაპირობებს.

გუშინ ქაიროში ჰამასის წარმომადგენლები ეგვიპტის დიპლომატებს შეხვდნენ,რათა ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის გადაუჭრელი პრობლემის ირგვლივ ესაუბრათ.

ჰამასის მხრიდან წარმომადგნელმა აიმან თაჰამ განაცხადა,რომ ჰამასი უარს აცხადებს ისრაელის შემოთავაზებაზე თვრამეტთვიანი დაზავების შესახებ,რომელიც ღაზას გამშვები პუნქტის ნაწილობრივ გახსნას ითვალისწინებს.რაც შეეხება ისრაელის მხარეს, ეგვიპტელ დიპლომატებთან საუბარში ისინი კონკრეტული დეტალებს არ შეხებიან.

ჰამასმა ღაზას სექტორში დროებითი მთვარობის რამოდენიმე ოფისი იმ ადგილებში გახსნა,რომელსაც ისრაელის მხარე სამკვირიანი დაპირისპირების მანძილზე სისტემატურად ბომბავდა.ჰამასი იმ პალესტინელებს , ვისაცოჯახის წევრები დაეღუპა ან უსახლკაროდ დარჩა ორმოცდათორმეტი მილიონი დოლარით დახმარებას ჰპირდება.

XS
SM
MD
LG