საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თხოვნით მიმართვა აშშ-ის კონგრესს "დაუწესოს პოლიტიკურ-დიპლომატიური სანქციები საქართველოს ხელისუფლებას, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა საქმიანობა გამოიძიოს, რომლებიც მფარველობდნენ, აძლიერებდნენ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს"- ციტატის დასასრული შალვა ნათელაშვილის მიმართვიდან კონგრესისადმი. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინდელი ინაუგურაციის შემდეგ მოვალეობების შესრულებას შეუდგა.
როგორი იქნება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში?! კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ქ-ნი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ " ...ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული ყურადღება მიექცევა ყველა იმ ქვეყნის მიმართ უკეთეს დამოკიდებულებას, სადაც ნამდვილი დემოკრატიაა. ობამამ თქვა, რომ აშშ ყოველთვის დაეხმარება, გვერდში დაუდგება ყველას, ვინც დემოკრატიულ გზას დაადგება".