ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუხსნელი დანაშაულები რუსეთში


გასულ ორშაბათს, დღისით მზისით კრემლის შორიახლოს ოცდათოთხმეტი წლის იურისტი სტანისლავ მარკელოვი და მასთან ერთად მყოფი ოცდაოთხი წლის ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოკლეს. ნიღბიანმა მკვლელმა მათ თავში ესროლა. მარკელოვი იმ რუსი პოლკოვნიკის იური ბუდანოვის პატიმრობიდან ვადამდელ გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც 2000 წელს ჩეჩენი ქალის მკვლელობის გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბუდანოვი ამტკიცებდა, რომ ქალი სნაიპერი იყო. ეს მტკიცებულება სასამართლომ უარყო. მიუხედავად ამისა რუსეთში ბევრი მას გმირადაც კი მიიჩნევს. მოკლული ბაბუროვა იმ ოპოზიციურ "ნოვაია გაზეტაში" მუშაობდა სადაც 2006 წელს მოკლული მეორე ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მსახურობდა. "ნოვაია გაზეტას" პრესმდივანმა ნადეჟდა პროსენკოვამ ჩვენს კორესპონდენტს განიცხადა, რომ გაზეთის თანამშრომლები საკუთარი შეხედულებების გამოხატვის გამო რისკის ქვეშ იმყოფებიან:

"პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენთან ადამიანურობა არ არსებობს არამედ ის, რომ ხალხს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და ქმედების ეშინია. მისი აზრით, ხალხს ამ შისის გამოხატვისაც ეშინია და სწორედ ეს სიშის გრძნობაა ყველაზე დამთრგუნველი.

ჟურნალისტები თვლიან, რომ რუსებმა მათი კუთვნილი ადამიანის უფკლებების შესახებ ხმამაღლა უნდა ისაუბრონ. მაგრამ ისინი ვინც ამ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას გააჩუმეს. გასული წლის ნოემბერში მოსკოვში სასტიკად სცემეს ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი, რომელმაც სედეგად ტვინის ტრავმა მიირო და მას შემდეგ კომაში იმყოფება. ბეკეტოვი ადგილობრივი ჩინოვნიკების გულგრილობისა და უნიათობის საკითხებზე მუსაობდა. ასეთი სახის დანაშაულები მთელი რუსეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა მხოლოდ რამდენიმე დამნაშავე თუ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. კრემლის მოომხრე პარლამენტის წევრი სერგეი მარკოვი აღიარებს რუსულ პოლიტიკაში და სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროებში კრიმინალიზაციის ელემენტების არსებობას. იგი თვლის, რომ ამის საბაბი გასული საუკუნის ოთხმოცდაატიან წლებში გატარებულ საშინელ პოლიტიკურ კურსში ძევს. ეს სწორედ ის დეკადა იყო, როდესაც პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოტივით მკვლელობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა მისი აზრით ამ პერიოდში რუსული მედია მანამდე არნახული თავისუფლებით გამოირჩეოდა. მარკოვის თქმით სამწუხაროდ ახლა მედია ასე თავისუფალი აღარ არის. მარკოვი ამბობს, რომ სჯერ-ჯერობით რუსეთი ვერ გაუმკლავდა წარსულის გადმონაშთს, მაგრამ ამ პრობლემის არსებობის შესახებ რუსეთის მოსახლეობა კარგად უწყის, მაგრამ ამ პრობლემებზე სწორედ ისინი საუბრობენ, ვისაც ახლაც მოსწონს ის რაც რუსეთში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ხდებოდა. მოსკოვში მოქმედი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი ლევ პონომარიოვი აცხადებს, რომ რუსეთი პოსტტოტალირტარული სახელმწიფოა. მისი თქმით რუსების ფსიქოლოგია ტოტალიტარიზმსაა შეგუებული, რაც თავისმხრივ ძალადობის გაღვივებას უწყობს ხელს. მისი თქმით რუსები ყოველთვის ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდნენ და ის რაც დღეს ხდება ისტორიულ პროცესს წარმოადგენს. პონომარიოვის ტქმით ადამიანის უფლებების დამცველები და ოპოზიციონერები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, მაგრამ პოლიტიკური ტერორის გამოცოცხლების გამო ამის გაკეთება რთულდება. ბოლო პერიოდში რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსეთის მთავრობასთან დაპირისპირებული რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. ლონდონში მოწამლეს სუკის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო. 2004 წელს ასევე მოწამლეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც მართალია ცოცხალი გადარცა, მაგრამ საწამლავმა მას სახე დაუმახინჯა. გასულ ოქტომბერს საფრანგეთში ქალაქ სტრასბურგში პოლიტკოვსკაიას ადვოკატის კარინა მოსკალენლოს ავტომობილში ვერცხლის წყალი აღმოაჩინეს. მიმდინარე თვეს კი ვენაში ჩეჩენი დისიდენტი მოკლეს. ევროკავსირმა სტანისლავ მარკელოვისა და ანასტასია ბაბუროვას ოჯახებს მწუხარება გამოუხატა და რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა. საფრანგეთის საელცომ მოსკოვში კი გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუსაძლუისია და რომ რუსეთის მოქალაქეები ამის გამო ყოველდრიურად იჩაგრებიან. ამერიკის ხმა. . .

XS
SM
MD
LG