ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ვაშინგტონში ბარაკ ობამას ინაუგურაცია გაიმართება


დღეს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი და მისი ასი ათასობით გულშემატკივარი ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობენ. ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. ისევე როგორც წარსულში სხვა პრეზიდენტების ინაუგურაციისას, ობამას საინაუგურაციო დღეც წმინდა იოანეს სახელობის ეპისკოპალურ ეკლესიაში ლოცვით დაიწყება. ამის შემდეგ ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თეთ სახლში ყავაზე ეწვევიან.

დღეს ვაშინგტონში საინაუგრაციო ცერემონიაზე მილიონზე მეტ ადამიანს მოელიან. ცერემონია კაპიტოლიუმის შენობასთან დილიდან ცნობილი ამერიკელი მომღერლის არეთა ფრანკლინის, კლასიკოსი მუსიკოსის იო-იო-მასი და მევიოლინე იცხაკ პერლმანის გამოსვლით დაიწყება.

ბაიდენი პირველი დასდებს ფიცს. ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი ჩაატარებს. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ჯონ რობერტსი ფიცს დაადებინებს ბარაკ ობამას. ამას კი დაასრულებს ბარაკ ობამას საინაუგურაციო მიმართვა.


XS
SM
MD
LG