ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის დღე


პრეზიდენტობის პოსტის ერთი მმართველისაგან მეორეზე გადაცემა ყველა პოლიტიკური სისტემისათვის ჭეშმარიტების წუთია.დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და ღირსეული გზით ვითარდება ეს იმის დასტურია რომ მაშინაც კი როცა მთავრობაში მმართველი იცვლება სახელმწიფო რომელიც ხალხს ემსახურება კვლავ შეუწყვეტლად აგრძელებს მუშაობას. ვაშინგტონში დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტის ინაგურაციის დღეს ამერიკა კვლავ ინარჩუნებს ამ ტრადიციას.

1989 წლის ჯორჯ ვაშინგტონის ინაგურაციის შემდეგ პრეზიდენტის პოსტის გადაცემის ცერემონიაში ტრადიცია არ დარღვეულა. ახლა პრეზიდენტ ბუშის მემკვიდრე ბარაქ ობამა ქვეყნის წინაშე სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციის დაცვის პირობას დადებს. ამის შემდეგ იგი თავის განცხადებს გააკეთებს სადაც თავისი პრეზიდენტობის 4 წლის გეგმას და იმედებს გააცნობს ერს.

წინამორბედი პრეზიდენტები სარგებლობდნენ ამ შემთხვევით და ცდილობდნენ ერის შთაგონებას. 1930 წლის დიდი დეპრესიის დროს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა განუცხდა ხალხს რომ ყველაზე დიდი უბედურება ის არის როდესაც სახელმწიფოს საკუთარი თავის ეშინია. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ახალ თაობას საზოგადოებრივი სამსახურისკენ მოუწოდა. ნუ იფიქრებთ იმაზე რისი მოცემა შეუძლია ქვეყანას თქვენთვის არამედ იფიქრეთ იმაზე თუ რა შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენ სამშობლოს. ახლა როცა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისშია შესაძლოა ამერიკას სწორედ ამ საკითხში ესაჭიროება შთაგონება.

საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად ყველა ასაკის მოქალაქეები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ვაშინგტონში იყრიან თავს. ამ ისტორიულ დღეს პირველი შავკანიანი ამერიკელი პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიაზე 3 მილიონი კაცის დასწრებას ვარაუდობენ . იმათთვისაც კი ვინც ახლად არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკას არ ეთანხმებიან გამოყოფილია ტერიტორია სადაც 250 კაცს საპროტესტო შეკრების მოწყობის საშვალება ეძლევათ.

ინაგურაციის დღეს ამერიკა ერთიანდება და მომავლისაკენ იყურება. ეს დღე დემოკრატიულ მთავრობას და ქვეყნის მიერ არჩეული პრეზიდენტის სახელმწიფიოს სათავეში მოსვლას აღნიშნავს. იმ პრეზიდენტის რომელიც შემდგომი 4 წლი განმავლობაში ქვეყნის მმართველი უნდა გახდეს.

XS
SM
MD
LG