ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება


ათასობით ადამიანი ვაშინგტონში იკრიბება სამშაბათს დაგეგმილი ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად.

ამერიკის დედაქალაქში საზეიმო განწყობა შეინიშნება. გუშინ ვაშინგტონის ცენტრში მდებარე ლინკოლნის მემორიალური ძეგლის წინ, სპეციალური კონცერტი მიეძღვნა აშშ 44 პრეზიდენტის ინაუგურაციას. გამომსვლელთა შორის იყვნენ ცნობილი მუსიკოსები და სახელგანთქმული ამერიკელი თუ უცხოელი მსახიობები.

მიუხედავად ყინვისა, ყველა ასაკის ამერიკელი და უცხოელი ამ დღეებში ვაშინგტონის ქუჩებშია გამოსული. მოქალაქეები ხვალინდელი ინაუგურაციის ისტორიულ მნიშვნელობას მიუთითებენ.

დღეს კი ამერიკაში ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველის მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის პატივისცემის დღე აღინიშნება.

XS
SM
MD
LG