ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები ერთი კვირით წყვეტენ ცეცხლს


პალესტინელები ღაზას სექტორში ერთი კვირით წყვეტენ ცეცხლს და ისრაელს სექტორიდან გასასვლელ ულტიმატუმს უყენებენ. ჰამასმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტა ისრაელმაც გამოაცხადა. მაგრამ დღეს დილით ჰამასმა ისრაელის ტერიტორიას თორმეტი რაკეტა სტყორცნა. საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ავიაციამ ისრაელის ქალაქ შრედოტისკენ მიმართული სარაკეტო დანადგარები დაბომბა. პალესტინელი მედიკოსების თქმით, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად ებრაელმა ჯარისკაცებმა ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს. მანამდე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ღაზაში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მყიფე უწოდა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჰამასი არ შეწყვეტს სარაკეტო დარტყმებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, ისრაელი განაახლებს სამხედრო ოპერაციას.

XS
SM
MD
LG