ამერიკა ყოველწლიურად მასპინძლობა მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეებს, მათ ვისაც ამერიკის დათვალიერება, აქ სწავლა და ბიზნესის წარმოება ნამდვილად სურთ. ამის ერთერთი გზაა ამ ადამიანების ჩამოსვლის ხელშეწყობა ამერიკის მთავრობის მიერ დაწესებული ეგრეთ წოდებული უვიზო პროგრამით. უვიზო პროგრამა გარკვეული ქვეყნების რეზიდენტებს საშუალებას აძლვს ამერიკაში ტურისტულად ან ბიზნესის მიზნით 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შემოვიდნენ. ეს პროგრამა 1986 წელს დაარსა და მისი მიზანია უსარგებლო შეზღუდვების გაუქმება მგზავრობის, ტურისტული ინდუსტრიისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო განყოფილებების მუშაობის მსოფლიოს სხვა რეგიონებში გააქტიურების სტიმულირების მიზნით. დღესდღეობით, ამ პროგრამაში 35 ქვეყანა მონაწილეობს. იმისათვის, რათა ესა თუ ის ქვეყანა ამერიკის მთავრობის უვიზო პროგრამაში გაწევრიანდეს, მან უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში კონკრეტული მოთხოვნები უნდა შეასრულოლს, მათ შორის კანონის მაქსიმალურად დაცვა და უსაფრთხოების ინფორმაციის გაცვლა ამერიკასთან, ისევე როგორც გაცემული და გაუცემელი დაკარგული პასპორტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამერიკული მხარისთვის. უვიზო პროგრამის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ კონტერტერორისტული, ძალოვანი, საზღვრის კონტროლისა და დოკუმენტების უსაფრთხოების სფეროებში სტანდარტების შენარჩუნება. ამას გარდა, მოხვდება თუ არა რომელიმე ქვეყანა, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, უვიზო პროგრამაში ამერიკის მთავრობის ნება სურვილზეა დამოკიდებული, რამეთუ მხოლოდ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ იძლევა პროგრამაში წარმატებული გაწევრიანების გარანტიას. 35 მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს ამ პროგრამით სარგებლობის უფლება ეძლევათ, თუ ისინი ინდივიდუალურად აკმაყოფილებენ სხვა მოთხოვნებსაც. მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ ამერიკის მთავრობის სამოგზაურო უფლების ელექტრონული სისტემიდან ინფორმაცია ამ პროგრამით ამერიკაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მოქალაქეებმა ასევე უნდა წარმოადგინონ ძალაში მყოფი პასპორტი, რომელსაც მოქალაქის ამერიკიდან გასვლის, ანუ ქვეყანაში შემოსვლიდან 90 დღის შემდეგ კიდევ ექვსი თვე რჩება პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგვარი სტანდარტებია გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმებების თანახმად. ამას გარდა ვიზიტორმა პასპორტის მოთხოვნებთან დაკავში რებული სხვა მოთხოვნებიც უნდა შეასრულოს, როცა იგი ამერკაში ტურისტულად ან ბიზნესის წარმოების მიზნით ჩამოდის 90 დღით. სტუმრებმა ასევე უნდა დაასაბუთონ თავიანთი ყოფნის დეტალები და ამერიკაში ყოფნისთვის საკმარისი სახსრების არსებობის შესახებ წარადგინონ საბანკო ინფორმაცია. ამერიკა ყოველწლიურად 15000 მდემოქლაქის ჩამოსვლას მიესალმება უვიზო პროგრამის ფარგლებში და იმედოვნებს, რომ 2009 წელს ამ პროგრამით კიდევ უფრო მეტი სტუმარი ჩამოვა ამ ქვეყანაში.