ავღანეთში მომხდარ ვერტმფრენის კატასტროფაში ჰერათის პროვინციის მთავარსარდალი დაიღუპა. ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰერათის პროვინციაში მომხდარ ვერტმფრენის კატასტროფაში, პროვინციაში დისლოცირებული ავღანური არმიის ნაწილების მთავარსარდალი გენერალი ფაზალუდინ საიარი და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი თორმეტი ადამიანი დაიღუპა. გენერალი ჰერატის მოსაზღვრე ფარას პროვინციაში მიფრინავდა.