ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აცხადებს,რომ უკრაინამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა,რის შემდეგაც რუსეთსუკრაინაზე გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა აღედგინა. თუმცა მისივე თქმით, სამშაბათს რუსეთმა უკრაინის მთავრობას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ევროპისათვის გაზის მიწოდების საბაბით საკუთარი მარაგის შემცირება მოსთხოვა. ამის შედეგად მილებშიწნევა დავარდა და ამჟამად ბუნებრივი აირი არც ევროპის ქვეყნებს და არც უკრაინას საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების განცხადებით, თუ ეს ორი ქვეყანა ამ პრობლემას დროულად არ გადაწყვეტს და ბუნებრივი აირის მიწოდება არ დარეგულირდება , ისინი აპირებენ რუსული და უკრაინული ენერგოკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

XS
SM
MD
LG