ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას გეგმავს 


რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას გეგმავს. რუსეთმა უკრაინამ და ევროკავშირმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ სატრანზიტო გაზსადენს ევროპელი, რუსი და უკრაინელი ექსპერტები შეამოწმებენ.


რუსეთი აცხადებს, რომ გაზის სრული სიმძლავრით მიწოდებას მხოლოდ უკრაინის მხარის მიერ დოკუმენტის ხელის მოწერის და იმის შემდეგ აღადგენს, როდესაც დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი სრულიად შეესატყვისება რუსებისა და ევროპელების მიერ ხელმოწერილს.
XS
SM
MD
LG