ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოგრესმენებს შეხვდება


დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა კოგრესმენებს შეხვდება,რათა ქვეყნის ეკონომიკის დამხმარების პაკეტზე იმუშაოს. კვირას ვაშინგტონში დაბრუნებულმა ბარაკ ობამამ განაცხადა,რომ იგი აპირებს თანხების გამოყოფა მოსთხოვოს კონგრესს გზების,ხიდებისა და სკოლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად .

ბარაკ ობამა შესთავაზებს კონგრესმენებს დაბალი და საშუალო ფენის ამერიკელთათვის საგადასახადო ხარჯების შემცირების გეგმა შეიმუშავონ .სახელმწიფო დახმარების გეგმის მიზანია, სამი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნას ქვეყანაში ,რაც სავარაუდოდ სახელმწიფოს 750 მილიარდი დოლარი დაუჯდება. კვირას კონგრესის დემოკრატთა ლიდერმა სტენი ჰოიერმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა,რომ მასტიმულირებელი გეგმა ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არ ამუშავდება, მის განხორციელებას ადმინისტრაცია თებერვლის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG