ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩიკაგოში უკვე აღარ ცხოვრობს


ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩიკაგოში უკვე აღარ ცხოვრობს. კვირას საღამოს იგი ვაშინგტონში ჩამოვიდა და საკუთარ ოჯახს შეუერთდა. ბარაკ ობამას მეუღლე და ორი ქალიშვილი -ათი წლის მალია და შვიდი წლის საშა დედაქალაქში შაბათს ჩამოვიდნენ. დღეიდან გოგონები სიდველის კერძო სკოლაში იწყებენ სწავლას .

ბარაკ ობამამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ მას გაუჭირდა ჩიკაგოს ცარიელ სახლში დიდი ხნით დარჩენა. ბარაკ ობამას ასი ადამიანი დახვდა მისი ოჯახის დროებით ადგილსამყოფელის ჰეი ადამსის სასტუმროსთან. დაახლოებით ოცამდე ადამიანი საპროტესტო განწყობით შეეგება პრეზიდენტს იმ მიზეზით,რომ მან არ დაჰგმო ისრაელის აგრესია ღაზაში.

XS
SM
MD
LG