ბანგლადეშის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით , ყოფილი პრემიერ მინისტრის შეიხ ჰასინას პოლიტიკურმა ალიანსმა არჩევნბში გაიმარჯვა. ალიანსმა ხმების უმრავლესობა დააგროვა საპარლამენტო არჩევნებში. ოფიციალური პირების განცხადებით ჰასინას ავამის ლიგამ და მასთან ალიანსში მყოფმა პარტიებმა 300 ადგილდან სამი მეოთხედი გაინაწილეს. ხალედა ზიას ბანგლადეშის ნაციონალური პარტია პარლამენტში 30 წარმომადგენლით შევა.ყოფილი პრემიერ მინისტრის შეიხ ჰასინას ოპონენტები საარჩევნო პროცესის დარღვევებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ისინი შეიტანენ ოფიციალურ საჩივრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ორშაბათის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.ამ არჩევნებით ბანგლადეშში ორწლიანი დროებითი მართვა დაასრულა სამხედროებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ. არჩევნებზე ხმის მისაცემად მოსახლეობის 70% მივიდა, თავად პროცესმა ინცინდენტის გარეშე ჩაიარა.