ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მეოთხე დღეა ისრაელი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ჰამასის წინააღმდეგ


ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულნი არ არიან ჰამასთან ზავის დადებაზე. დღეს მეოთხე დღეა რაც ჰამასის წინააღმდეგ ისრაელი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. ღაზას სექტორის ოფიციალური პირების განცხადებით 10 ადამიანი დაიღუპა დღევანდელი შეტევის დროს. დღუპულთა შორის იყო ორი ახალგაზრდა გოგო. საჰაერო თავდასხმამ გაანადგურა ჰამასის მთავრობის ხუთი და ისლამური უნივერსიტეტის შენობა. პალესტინის მთავრობის განცხადებით ისრაელის 4 დღიან საჰაერო დარტყმებს 350 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,გარდაცვლილთა შორის უმეტესწილად ჰამასის დაჯგუფების წევრები იყვნენ. ღაზას სექტორში გაეროს სამაშველო სააგენტოს, განცხადებით 57 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ჰამასის ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად დაქვეითდა , მაგრამ დაჯგუფება კვლავ ახერხებს საპასუხო რაკეტების გასროლას . ბოლო 24 საათის განმავლობაში 30 რაკეტა იყო გასროლილი ისრაელის მიმართულებით , რომლებიც 2 შენობასა და ავტობუსის გაჩერებს მოხვდა. მსხვერპლის რაოდენობა ღაზას სექტორში იზრდება. პალესტინაში ადამიანთა უფლებების დაცვის აქტივისტი ისამ იონისი აცხადებს, რომ მათ ვინც ჰამასის განადგურების მიზნით ღაზას სექტორის დაბომბვა გადაწყვიტა , არ გაითვალისწინეს, რომ ეს შენობები საცხოვრებელი სახლებითა და სკოლებითაა გარშემორტყმული. რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა“ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი წიფი ლივნი ადანაშაულებს ჰამასს ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენების გამო: „ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ რათა საჰაერო დარტყმები განხორციელდეს მხოლოდ ტერორისტებისა და ჰამასის ადგილსამყოფელზე.მაგრამ სამწუხაროდ ომს ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება“ ღაზას საზღვრებთან მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და ჯარი. შეტევა ჰამასზე მოსალოდნელია ხმელეთიდანაც, რადგანაც ტერორისტები ბუნკერებსა და გვირაბებში ჩაიმალნენ.

XS
SM
MD
LG