ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებთან შეტაკებისას ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაუღუპა


ბრიტანეთის სამხედრო ძალების აცხადებენ რომ ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქთან ლაშკარ-გაჰსთან შორიახლოს მდებარე ნადე ალის რაიონში თალიბებთან შეტაკებისას ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაუღუპა. შეგახსენებთ რომ ავღანეთში დაახლოებით 70-ი ათასი უცხოელი ჯარისკაცი იბრძვის თალიბების წინააღმდეგ. ავღანელი და უცხოელი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა აცხადებს რომ ბაგლანის პროვინციაში განხორციელებულ რეიდისას დააკავეს თალიბ მეამბოხეთა ერთერთი თავკაცი, მულა დაჰუდი. ეს უკანასკნელი გასულ ოქტომბერს ბაგლანში შაქრის ქარხანაზე განხორციელებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. თავდასხმისას 50 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG