გუშინ ყირიმის საკურორტო
ქალაქში იევპატორიაში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა.
უკრაინის ოფიციალური
პირები ს განცხადებით, 19 ადამიანი დაიღუპა
მათ შორის 2 ბავშვი და დაახლოებით 24 უგზო უკვლოდ
დაიკარგა.
მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. აფეთქების
შედეგად 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულიად დაინგრა.
ამ მომენტისთვის
21 ადამიანი გამოიყვანეს ნანგევებიდან.
უკრაინის პრემიერ
მინისტრი იულია ტიმოშენკო და პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ევპატორიაში გაემგზავრნენ.
ისინი სამაშველო სამსახურის უფროსებს შეხვდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა
დიმიტრი მედვედევმა უკრაინას დახმარება შესთავაზა.
რუსეთი მზადაა შავის ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო მოსამსახურეები გააგზავნოს სამაშველო
სამუშაოების ჩასატარებლად.
ოფიციალური პირები
ცდილობენ დაადგინონ აფეთქების მიზეზი. წინასწარი გამოძიებით ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება
ყოფილიყო სახლის სარდაფში შენახული ჟანგბადის ან აცეტილინის ბალონები.
პოპულარული
1