ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა


საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა. ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეეძლო. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სწორად ვერ შეაფასა ქვეყნის შესაძლებლობები ან რუსეთის რეაქცია , რომელმაც კატასტროფული შედეგი გამოიღო. არსებული საშიშროების ფონზე საჭიროა რუსეთთან ურთიერთობებში პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. აცხადებს ალასანია გაეროში ყოფილმა ელჩმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ცვლილება . მან არ დააკონკრეტა თუ რომელ პარტიას შეუერთდება იგი. გადადგომის მიზეზად ალასანია ”პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობა”-ს ასახელებს.

XS
SM
MD
LG