რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ ამერიკელი, უკრაინელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მეამბოხეები ქართული ჯარების შემადგენლობაში იბრძოდნენ აგვისტოს ომის დროს. ბასტრიკინმა დღეს გაიმეორა, რომ უცხოელ მებრძოლებს შორის იყვნენ თურქები და ჩეხებიც. არცერთ ხსენებულ ქვეყანას კომენტარი არ გაუკეთებია ამ ბრალდებებზე. ნატოს ჯარები რეგულარულად უტარებდნენ სამხედრო ტრეინინგს ქართულ ჯარებს და ასევე მოწყობილობებით ამარაგებდნენ მათ. ივლისში, ომის დაწყებამდე ამერიკისა და საქართველოს ჯარები ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებდნენ საქართველოში, სადაც უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მცირე სამხედრო კონტიგენტიც მონაწილეობდა. რუსმა ოფიციალურმა პირმა აქვე გაიმეორა რუსეთის ბრალდება, რომ ქართულმა ძალებმა აგვისტოს კონფლიქტის დროს გენოციდი განახორციელეს სამხრეთ ოსეთში.