ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკმა უკრაინას  500ი მილიონი დოლარის სესხის გმაოყოფა დაუმტკიცა


გლობალური ეკონომიკური კრიზისიs გავლენის შესამსუბუქებლად მსოფლიო ბანკმა უკრაინას 500ი მილიონი დოლარის სესხის გმაოყოფა დაუმტკიცა.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ეს ფული მოხმარდება უკრაინაში გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და უფრო საზრიანი 2009 წლის ბიუჯეტის შემუშავებას. უკრაინამ მანამდე უკვე მოიპოვა 16 მილიარდი დოლლარის სესხი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან.

ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობებს გვერდზე გადადებენ და ეკონომიკური პრობლმების ერთად მოგვარებაზე იზრუნებენ.

XS
SM
MD
LG