ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: 18 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობიდან


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით სავარაუდოდ ხვალ, აშშ და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. გრიგოლ ვაშაძის თქმით ჩარჩო ხელშეკრულება უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, კულტურის საკითხებს მოიცავს.

დღეს, 22 დეკემბერს 18 წელი გავიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობიდან. ოპოზიციამ, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგებმა 1991 წლის 22 დეკემბერს გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. პირველ პრეზიდენტს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ხელმძრვანელობით გადაუდგა ეროვნული გვარდია, ისინი ზვიად გამსახურდიას გადაგომას მოითხოვდნენ. 16 დღიანი დაპირისპირების შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ოჯახთან და თანამოაზრეებთან ერთად საქართველო დატოვა. 2 თვის შემდეგ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერთა გადაწყვეტილებით : ტენგიზ კიტოვანის, ტენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანის გადაწყვეტილებით 7 მარტს საქართველოს სათავეში ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძე. რომელიც საქართველოს 2003 წლის 23 ნოემბრამდე , ანუ ვარდების რევოლუციამდე მართავდა.

90-ან წლებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველის და საქრთველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერის გიორგი კერვალიშვილი თქმით, საქართველოს უბედურება 1991 წლის 22 დეკემბრიდან , ზვიად გამსახურდიას დამხობიდან დაიწყო. აშშ -საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ გ.კერვალიშვილი ფიქრობს, რომ იგი ცოტა დაგვიანებულია, ”თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს.”

XS
SM
MD
LG