ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პარლამენტი განიხილავს რეზოლუციას უცხოური სამხედრო ძალების მანდატის და ვადის შესახებ


დღეს ერაყის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკითხს, რის საფუძველზეც კოალიციური ჯარების ერაყში დარჩენის ვადა უნდა განისაზღვროს. გასულ კვირას ერაყის პარლამენტმა ეს კანონი ჩააგდო, თუმცა დღეს კანონი რეზოლუციის სახით გადის კენჭისყრაზე და მის მიღებას უმრავლესობის ხმათა მხარდაჭერაც ეყოფა.

რეზოლუციის თანახმად, ავსტრალიის, ბრიტანეთის, ელ სალვადორის, ესტონეთისა და რუმინეთის ჯარები ერაყის ტერიტორიაზე 2009 წლის ივლისის ბოლომდე დარჩებიან.

თუ პარლამეტმა რეზულუცია არ დაამტკიცა, 31 დეკემბრის შემდეგ,როცა გაეროს მანდატის ვადა ამოიწურება, კოალიციური ჯარების ერაყის ტერიტორიაზე დარჩენა არაკანონიერად ჩაითვლება.

რეზოლუცია არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებს, რადგან ახლახანს ვაშინგტონმა ერაყის მთავრობასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკის ჯარები ერაყის ტერიტორიაზე მანდატის დასრულების შემდეგაც დარჩებიან.

ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ ერაყის ტელევიზიის ჟურნალისტი მუნთაზერ ალ ზაიდი, რომელმაც პრეზიდენტ ბუშს ფეხსაცმელები ესროლა მომავალ კვირას სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას უცხო ქვეყნის ლიდერის შეურაცხყოფა ედება ბრალად.

XS
SM
MD
LG