ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის ოფიციალურმა პირებმა 19 ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე დააკავეს


ბირმის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ 19 ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. საზღვრის დამრღვევები ცდილობდნენ სამხრეთ კორეაში ჩინეთისა და ბირმის გავლით გადასვლას. ისინი ბირმაში შესვლის შემდეგ დააკავეს. არ არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენი ხანი იმყოფებოდნენ ისინი ჩინეთში.
ბირმის საემიგრაციო სამსახურმა წინასაწარი პატიმრობის საკანიდან დაკავებულთა ჯგუფი ციხეში გადაიყვანა. ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულები ხშირ შემთხვევაში სამხრეთ კორეაში მოხვედრას ლამობენ.

XS
SM
MD
LG