ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  ნატოსა და რუსეთს შორის  შეხვედრა იმართება


დღეს ნატოსა და რუსეთს შორის შეხვედრა იმართება. ეს პირველი მაღალი დონის შეხვედრაა, აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოფ სხეფერი და რუსეთის ელჩი ნატოში დიმიტრი რაგოზინი ბრუსელში შეხვდებიან ერთმანეთს არაფორმალურ სიტუაციაში. დეკემბრის დასაწყისში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ზომიერი ნაბიჯები გატარდეს მოსკოვთან კონტაქტების აღსადგენად. დღევანდელი შეხვედრა კი პირველი ნაბიჯია ამ გადაწყვეტილების შესრულების მხრივ. ნატო- რუსეთის საბჭოს მუშაობა საქართველოს მოვლენების გამო დროებით შეჩერებული იყო, მაგრამ ლაპარკი ტექნიკურ და სამაშაო დონეზე გრძელდებოდა. რუსეთი მიესალმა ნატოს განცხადებას კონტაქტების აღდგენის შესახებ, მაგრამ აქვე დასძინა, რომ საქართველოში შეჭრა იყო მისი საპასუხო რეაქცია საქართველოს სამხედრო ქმედებებზე.

XS
SM
MD
LG