ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სასამართლოს წინაშე წარსდგა


ერევანში სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ექვსი ოპოზიციონერი მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ოპოზიციონერთა მხარდამჭერები სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და ალექსანდრე არზუმანიანსა და სხვა ბრალდებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს შეძახილებით „ ჩვენ თქვენთან ვართ“. შვიდი ბრალდებული განაჩენს ელოდება თებერვალში პრეზიდენტი სერჟ სარკისიანის არჩევნების დროს საპროტესტო დემონსტრაციების მოწყობისათვის,რომლის დროსაც ისინი აცხადებდნენ ,რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო.მაშინ საპროტესტო დემონსტრაციების პოლიციის მიერ დარბევისას 10ადამაინი დაიღუპა. სომხეთის მთავრობამ მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადა, პოლიტიკური პარტიების მოქმედება აკრძალა და ასობით ადამიანი დააპატიმრა. 52 -მა ოპოზიციონერს უკვე განაჩენი გამოუტანილი აქვთ და ისინი ციხეში სასჯელს იხდიან.

XS
SM
MD
LG