ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს


რუსეთი იმუქრება, რომ უკრაინის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მეზობელს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. რუსეთის სახელმწიფო მონოპოლია გაზპრომი იმუქრება, რომ უკრაინის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირველი იანვრიდან მეზობელს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. მოსკოვი აცხადებს, რომ კიევს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს დასაფარი. გაზპრომის პრეს-მდივანმა სერგეი კუპრიანოვმა დღეს მოსკოვში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ მხოლოდ რვაასი მილიონი დოლარი გადაიხადა, და რომ უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ ენერგოკომპანიას ნეფტოგაზს ვალის დანარჩენი ნაწილისგადახდა არ ძალუძს. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევი დამატებით კიდევ ორას მილიონ დოლარს გადაუხდის გაზპრომს.

XS
SM
MD
LG