ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალი წლის პირველ ნხევარში მსოფლიოს დიდი ეკონომიკური სიძნელეები  მოელის


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზოელიკი აცხადებს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს დიდი ეკონომიკური სიძნელეები მოელის. ზოელიკმა დღეს სინგაპურში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესება, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, გლობალური კრიზისი პირველ რიგში აზიის ქვეყნებს მიაყენებს დარტყმას. გასულ კვირას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ეკონომიკის ზრდის კიდევ დამატებით ხუთი პროცენტით შენელებაა ნაწინასწარმეტყველევი. აქვე აღნიშნულია ის, რომ რეგიონში აშკარად შეიგრძნობა ინვესტიციების კლებისა და ექსპორტზე მოთხოვნილების შემცირების ფაქტორები. ზოელიკის თქმით, პეკინში ყოფნისას ჩინეთის ლიდერებმა მას შეშფოთება გამოუხატეს მათთვის მოულოდნელი ექსპორტზე მოთხოვნილების მკვეთრი ვარდნის გამო. დღეს ნავთობის ფასმა კიდევ უფრო დაიკლო და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ახლა ერთი ბარელი ნავრთობი ნიუ იორკის ბაზარზე მხოლოდ ოცდატვრამეტი დოლარი და სამოცდათვრამეტი ცენტი ღირს.

XS
SM
MD
LG