ბარაკ ობამა განაგრძობს თავისი კაბინეტის დაკომპლექტებას.
დღეს ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა ფედერალური სამსახურის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აშშ-ს საფინანსო ბაზრების რეგულირებაზე.ამ პოსსტზე ობამას გუნდის წევრების განცხადებით ბარაკ ობამამ მერი შაპირო შეარჩია.იგი ამჟამად კომპანიების უსაფრთხოების თვითმარეგულირებელი ჯგუფის უფროსია.მანამდე კი სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. იგი აგრეთვე მუშაობდა ფასიანი ქაღალდების კომისიაში. ეს კომისია ფინანსური კრიზისის დასაწყისში საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კომისიას ადნაშაულებენ უოლ სტრიტის საფინანსო ინსტიტუტების ბეარ სტერნისა და ლემან ბრადერს-ის გაკოტრებამდე არასათანადო ზომების მიღების გამო . კომისიამ ვერ გაამახვილა ყურადღება აგრეთვე ბერნარდ მადოქსის ქმედებებზე, რომელმაც კლიენტები 50 მილიარდი დოლარით დააზარალა.