ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა რუანდის ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს


გაეროს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა რუანდის ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

თეონესტე ბაგოსორას ბრალად ედება 1994 წელს რუანდის გენოციდის გეგმის შემუშავებაში . საერთაშორისო სასამართლო პროცესი რუანდის საკითხთან დაკავშირებით ტანზანიაში მიმდინარეობდა.თეონესტე ბაგოსორა აღიარეს დამნაშავედ გენოციდში, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

გაეროს მიაჩნია, რომ ლეიტენენტი ბოგოსორა 1994 წლის მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორი იყო , რომლის ქმედებებსაც 800 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დღეს სასამართლოზე კიდევ ორ რუანდელ სამხედროს გამოუტანეს განაჩენი. 20 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს აგრეთვე რუანდის ყოფილი პრეზიდენტის ცოლის ძმას გენოციდში მონაწილეობის ბრალდებით.

რუანდაში იმ პერიოდში გაეროს სამშვიდობოების უფროსის რომეო დალეირის განცხადებით, სამხედროებმა და აგრეთვე შეირაღებულმა სხვა დაჯგუფებებმა რუანდის ეთნიკური ჯგუფის ტუტსების მასობრივი ჟლეტა მოაწყვეს.

XS
SM
MD
LG