ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამი პოლიციელი მოკლეს


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში განხორციელებულ აფეთქებას სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. დღეს მომხდარი ეს ტერაქტი პოლიციის ავტომობილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ნაღმი ურემში იყო ჩამალული. ტერაქტის შედეგად დაჭრილია ექვსი კაცი. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერაქტი თალიბების ნახელავია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ყანდაარში ორი აფეთქება მოხდა. გუშინ გზისპირა ნაღმის აფეთქებას სამი კანადელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ნატოს ალიანსს თალიბების წინაარმდეგ მიმდინარე ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩაბმისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG