ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის პრემიერ მინისტრი


სომალის პრეზიდენტმა აბდულაჰი იუსუფმა დაითხოვა დროებითი მინისტრთა კაბინეტი და მათ შორის პრემიერ მინისტრი ნურ ჰასან ჰუსეინი.

კვირას გამართულ პრეს კონფერენციაზე აბდულაჰი იუსუფმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს.როგორც სომალიის პრეზიდენტმა განაცხადა, გადაყენების მიზეზი მდგომარეობდა იმაში , რომ პრემიერ მინისტრი თავისი მინსტრთა კაბინეტით ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს.

პრემიერ მინისტრი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება არაკანონიერი იყო. უკვე რამოდენიმე კვირაა სომალის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ვერ შეთანხმდნენ მინისტრების კანდიდატურებზე. პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით პრემიერ მინისტრის მიერ წაყენებული კანდიდატურები არ აკმაყოფილებდა პრეზიდენტის მოთხოვნილებას.

XS
SM
MD
LG