პარასკევს ნიგერიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დადებითად შეფასდა და პრეზიდენტ უმარუ იარადუას გადაეცა მანდატი იმაზე,რათა აფრიკის ყველაზე ცნობილი ქვეყნის მმართველი გახდეს . საქმე უმაღლეს სასამრთლოს მას მერე გადაეცა,რაც ოპოზიციურმა ლიდერებმა ვერ დაამტკიცეს თავიანთი საჩივარი იმაზე,რომ არჩევნები მთავრობის მიერ იქნა გაყალბებული.
დამკვირვებელთა განცხადებით,არჩევნების პროცესში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული:დაგვიანდა საარჩევნო უბნების გახსნა, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთების გატაცებასაც.პრეზიდენტი უმარუ იარადუაც ეთანხმება აზრს,რომ არჩევნები იდეალურად ნამდვილად არ ჩატარებულა და პირობას დებს,რომ ყვეალფერს გააკეთებს იმისათვის,რათა შემდეგი არჩევნები ნიგერიაში სამართლიანად და ხარვეზების გარეშე ჩატარდეს. ოთხშაბათს პრეზიდენტმა ახალი ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო,რათა ქვეყანაში ,როგორც თავად აღნიშნა „ძირითადი და ფართოდ გავრცელებული ეროვნული პრობლემა“ საბოლოოდ დამარცხდეს.