ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ერთერთი ორგანიზატორი გუანტანამოს ბაზაზე წარსდგება სამხედრო ტრიბუნალის წინაშე


11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი თავის 4 თანამზრახველთან ერთად კუბაში გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.

ხალიდ შეიხ მუჰამედის სასამართლო პროცესს 11 სექტემბერს დაღუპულთა ოჯახების წევრებიც დაესწრებიან. ეს ხალხი პენტაგონის წარმომადგენლებმა ამოარჩია 100-მდე კანდიდატურას შორის .

თავად ხალიდ შეიხ მუჰამედი აცხადებს რომ სიხარულით შეხვდება სასიკვდილო განაჩენს, თუმცა ის პროცესზე საკუთარი თავის დაცვას თვითონვე აპირებს.

XS
SM
MD
LG