ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა


ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა ომანის ყურეში 6 დღიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნების დროს. ირანის სახელმწიფო რადიოს განცხადებით საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტა პაკისტანის მოსაზღვრე წყლებში ირანის საბრძოლო ხომალდიდან გაისროლეს.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანს ატომური ბომბის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ და მის მიერ ახალი რაკეტების გამოცდას ამ პრობლემას უკავშირებენ.

ირანი თავის მხრივ ამტკიცებს რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვოდობიან მიზნებს ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს მის განვითარებას.

XS
SM
MD
LG