ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ამბიციების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა


გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანლი მოჰამედ ელბარადეი აცხადებს რომ ირანის ბირთვული ამბიციების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. გაზეთ ლოს ანჯელეს ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა რომ ერთი წარმატებული ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ირანზე დაწესებულმა სანქციებმა არა თუ შეასუსტა არამედ კიდევ უფრო განამტკიცა ოფიციალური თეირანის პოზიცია ბირთვული ამბიციების ირგვლივ. ელბარადეის თქმით ირანის ამჟამინდელი მთავრობის მოწინააღდეგე ირანელებიც კი ამ საკითხში ოფიციალური თეირანს უჭერენ მხარს. ამის მიზეზად მან კი მსოფლიო ზეწოლა დაასახელა.

შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილისდა გამო აკრიტიკებენ. ირანი კი აცხადებს რომ ეს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აქვს გათვალისწინებული.ელბარადეი იმედოვნებს რომ მომავალში ოფიციალური ვაშინგტონი გამონახავს გზას და საბოლოო ჯამში დასავლეთსა და ირანს შორის მოლაპარაკება შედგება.

XS
SM
MD
LG