აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს რომ ამერიკა კვლავ წამოდგება ფეხზე და გაუმკლავდება ეკონომიკურ კრიზისსა და რეცესიას რომელმაც 2 მილიონი ადამიანი უსამსახუროდ დატოვა.
ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში ბარაკ ობამამ განაცხადა რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ამერიკელები გამოუვალ მდგომარეობაში დატოვა, მაგრამ იგი პირობას იძლევა რომ მისი ეკონომიკური აღდგენის გეგმა ამერიკელებს ჩვეულ რითმში დააბრუნებს, ხოლო ამერიკას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ამავე განცხადების თანახმად დაგეგმილია ენერგიის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება, გზებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა და სკოლის შენობების კეთილმოწყობა.გეგმა ასევე ითვალისწინებს ინტერნეტის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას და საავადმყოფოებისა და ექიმების ამ ტექნოლოგიით შეუფერხებელ უზრუნველყოფას.
ბარაკ ომაბამ განაცხადა რომ მისი ინიციატივა ორ მილიონ ნახევარ სამუშაო ადგილს შექმნის.