ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდილიზა რაისი დელიში იმყოფება


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდილიზა რაისი დელიში იმყოფება. იგი მოლაპარაკებებს მართავს ინდოეთის მთავრობასთან მუმბაის ტერაქტის შემდეგ პაკისტან-ინდოეთს შორის დაძაბულობის თაობაზე.

კონდოლიზა რაისმა მოუწოდა პაკისტანს მუმბაიში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებას ყველანაირად შუწყოს ხელი.მისი განცხადებით, განხორციელებული ტერაქტი ძალიან წააგავს ალყიდას ხელწერას, მაგრამ ამ ეტაპზე ძნელია იმის დადგენა თუ ვინ იდგა ამის უკან.ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანი პაკისტანს გაემგზავრება.მუმბაის მოვლენებთან დაკავშირებით

აშშ-ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე ადმირალი მაიკ მალენი ისლამაბადში იმყოფება სადაც შეხვედრებს მართავს, როგორც პაკისტანის მთავრობის წევრებთან ისე სამხედროებთან. ინდოეთის ოფიციალური პირები მომხდარ ტერაქტში პაკისტანში არსებული ლაშქარ-ი-ტაიბას შეიარაღებულ დაჯგუფებას აბრალებს. აშშ-ს დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მაიკ მაკკონელმაგანაცხადა, რომ სავარაუდოდ ტერაქტში სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობდა .დღეს ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მუმბაის მტავარ სარკინიგზო სადგურში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იქვე გააუვნებელყვეს, მათი ვარაუდით ბომბი მუმბაის ტერაქტში მონწილეებმა გადაიტანეს სადგურში, მაგრამ გასაგები არაა რატომ არ იყო აღმოჩენილი იგი მანამდე.


XS
SM
MD
LG