ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისინი ვინც ბობმეიში მომხდარი ტერაქტი დაგეგმა და განახორციელა არ უნდა იყვნენ კმაყოფილნი მიღწეული შედეგებით


ისინი ვინც ბობმეიში მომხდარი ტერაქტი დაგეგმა და განახორციელა არ უნდა იყვნენ კმაყოფილნი მიღწეული შედეგებით. მთელმა მსოფლიომ სასტიკად დაგმო ამ ტერაქტის მოწყობა და მსოფლიოს ლიდერებიც ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი ძალებით წარმართვას უფრო მეტი სერიოზულებით მოეკიდნენ. ტერაქტი ავსტრალიამ ლაჩრების მიერ მოწყობილ

სასაკლაოდ შერაცხა. ხოლო იაპონიამ მას ყოვლად გაუმართლებელი უწოდა. პაკისტანმა ინდოეთს თანამშრომლობა შესთავაზა დამნასავეთა ძებნის შაქმეში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიმდინარე კვირისთვის დაგეგმილი ინდოეთში ვიზიტი ამ ქვეყნისთვის ამერიკის სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ტერაქტზე მნიშვნელოვანი გამოპასუხების პირობა დადო, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ ამერიკამ ტერორიზმის ამოსაძირკვად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან. ტერაქტი დაუნდობლად და მსხვერპლთა განურჩევლად განხორციელდა. ტერორისტებმა ხალხს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს და ხელყუმბარები დააყარეს. აიყვანეს მძევლები. მათ უპირველ სამიზნეს რკინიგზის მთავარი სადგურები, ტურისტებისთვის მიმზიდველი რესტორნები და ებრაული ცენტრი წარმოადგენდნენ. შემდეგ კი მათ თავდასხმები განახორციელეს ქალთა და ბავშვთა საავადმყოფოზე და ქალაქის ორ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროზე. შეერთებული შტატები სასტიკად გმობს ამ ტერაქტს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ინდოეთის მოსახლეობას და უდანაშაულო დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუხატა.მან განაცხადა, რომ ტრაგედიის ამ ძნელ ჟამს ამერიკა ინდოეთის გვერდით იდგება. შეერთებული შტატების მთავრობა მზადაა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ინდოეთის ხელისუფლებას. განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დენა პერინომ.

ისინი ვი

XS
SM
MD
LG