ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირებაა რუსულ-ინგლისურ ენერგოკომპანიას შორის


გაერთიანებულ საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ რუსულ-ინგლისური ენერგოკომპანიის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. მოსკოვში თიენკაბიფის ოფიცილური წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის დირექტორის რობერტ დადლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, მათ დღეს მიიღეს.

გადადგომაზე გადაწყვეტილება რობერტ დადლიმ სექტემბრის თვეში მიიღო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მან კომპანიის ორმოცდაათი პროცენტის მაკონტრელებელ ოთხ რუს მილიარდერთან ერთთვიანი დაპირისპირების შემდეგ მარცხი განიცადა. დადლი კომპანიის მუშაობას ბოლო თვეებში უცხოეთიდან აწარმოებდა,სადაც იგი იძულებით მას მერე გაემგზავრა,რაც მიგრაციისა და პროფკავშირების სასახურებიდან სერიოზული პრობლემები შეექმნა.

XS
SM
MD
LG