ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელ მეკობრეებთან მიღწეულია შეთანხმება


ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად სომალელ მეკობრეებთან მიღწეულია შეთანხმება სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული უკრაინის კუთვნილი გემის დაბრუნების შესახებ.

გემი თითქმის 2 თვის წინ გაიტაცეს მეკობრეებმა. ერთ-ერთმა მეკობრემ საფრანგეთის მედიის წარმომადგენელთან საუბარში განაცხადა, რომ გემის დაბრუნება დროის ამბავია და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ დააბრუნემენ მას. არცერთი მხარე არ ამჟღავნებს გამოსასყიდის რაოდენობას.

მეკობრეებმა თავდაპირველად 35 მილიონი დოლარი მოითხოვეს.მაგრამ მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებეის შედეგად გამოსასყიდი თანხა ბევრად ნაკლები იქნება.

XS
SM
MD
LG