ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში  კამიკაძე ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა


დღეს ქაბულში გერმანიის საელჩოსთან კამიკაძე ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით,აფეთქებისას 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.

ამას გარდა, თალიბმა მეამბოხეებმა გაათავისუფლეს 2 ავღანელი ჟურნალისტი, რომელიც წინა კვირას ზაბულის პროვინციაში გაიტაცეს. თალიბთა წარმომადგენელის ქარი იუსეფ აჰმადის განცხადებით გადაწყვეტილება ჟურნალისტების უპირობო გათავისუფლების შესახებ თალიბთა უმაღლეს საბჭოზე მიიღეს.

დღეს კიდევ ერთ აფეთქებას ჰქონდა ადგილი ყანდაარის პროვინციაში. მოკლული უცხოური უშიშროების კერძო კომპანიის ავღანელი თანამშრომელი იყო. შაბათს ქაბულში ავღანეთისა და აშშ-ს კოალიციურმა ძალებმა 26 მეამბოხე მოჰკლეს

XS
SM
MD
LG